დღეს თვითმმართველობის არჩევნები იმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
საქართველოს მოსახლეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს აირჩევს და ამავე რაოდენობის საკრებულოს დააკომპლექტებს.
უკვე მეორედ არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ხმის მიცემა ელექტრონულად შესაძლებელი იქნება 3061 საარჩევნო უბანზე, 777 უბანზე კი კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მიმდინარეობას ქვეყნის მასშტაბით 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება, მათ შორის არ იქნება ეუთო/ოდირი. ორგანიზაციამ მისიის არ გამოგზავნის მიზეზად დაგვიანებული მიმართვა დაასახელა.
ოპოზიციის უმეტესობა არჩევნებში არ მონაწილეობს და მას რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს. არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო შეკრებაა დაანონსებული.
თაგები:
არჩევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს