“დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი”


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბატონი შარლ მიშელის მედიაციითა და ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და მომავალი კვირიდან, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს: როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება საერთო წინადადებებსა და პირობებს, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ესაა ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და რეალურად, ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია: რაც გუშინ გაფორმდა, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა.
"შეთანხმებაზე ხელმოწერა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ამ შეთანხმების განხორციელების აუცილებელი პირობა გახლავთ, რომ ხელმომწერი მხარეები მუშაობენ პარლამენტში და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს საკითხებზე.
რაც შეეხება შეხვედრის შინაარსს, ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმ გამოსვლებზე, რაც პრეზიდენტ მიშელს ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები ჰქონდა მას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ შეთანხმებამდე გაწეული ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ასევე ვთქვით, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შემდეგ საჭირო კონსოლიდაცია, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა, რომლითაც ყველა მხარე უნდა მოეკიდოს შეთანხმებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს