“დღეში 1500 შემთხვევა რომ გვაქვს და არა 3 000, ამის გამჩერებელია ის მოქმედი შეზღუდვა ღამის საათებში”

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააღდგომოდ მოქალაქეებმა ყველა რეგულაცია უნდა დაიცვან.
"პურპარილები საფლავებზე, ეს არის ძალიან მაღალი რისკი. ჩვენ თუ ნოემბერი არ გვახსოვს ვინმეს, აი ახლა ინდოეთში რა ხდება შევხედოთ იმას. რომ იცოდეთ, დღეს ინდოეთში რაც არის ავადობა 100 000-ს მოსახლეზე და ჩვენთან რაც ავადობაა 100 000 მოსახლეზე დღეს, ეს ერთნაირია აბსოლუტურად. 169 არის ინდოეთში წინა კვირის მონაცემი, ერთკვირიანი ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე და 168-ნახევარია ჩვენი", – განაცხადა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოში კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.
"საქართველოში დღეს გახსნილია რესტორნები, ხალხი რესტორნებში დადის, გახსნილია კინო-თეატრები, მარტო ეკლესია გახდა…? იცით, რომ საქართველოში ყველაფერი გახსნილია. კომენდანტის საათი დარჩა მარტო. დღეში 1500 შემთხვევა რომ გვაქვს დღეს და არა 3 000, ამის გამჩერებელი არის ის მოქმედი შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებაზე, ამან მოგვცა საშუალება ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში და მარტო ამ კომენდანტის საათით დავიჭიროთ სიტუაცია ისე, რომ კატასტროფული მატება არ იყოს შემთხვევების. კომენტანტის საათი არის ჩვენთან ერთადერთი რეგულაცია მოქმედი, თორემ ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში, გერმანიას რო არასდროს არ ჰქონია კომენდანტის საათი, დააწესეს ხომ? მართლა მთავარეზე ხომ არ ვართ? დედამიწაზე ხომ ვართ?"-განაცხადა იმნაძემ.
თაგები:





