
ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ოცნების" კანონპროექტი ანტიდემოკრატიულია და პრეზიდენტმა მას ვეტო უნდა დაადოს.
ვაშაძემ აღნიშნა ისიც, რომ პარალელურად ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რომელსაც პარლამენტში დაარეგისტრირებენ.
"კარგი იქნება, თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარალმენტში და უკეთესი იქნება თუ ვეყოს მექანიზმით, ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს: დაბრუნდეს იგივე ჯარიმის ნიშნულები, რაც იყო, რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, მე ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ შემთხვევაში კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს, რომ გაზრილი ჯარიმები აღარ იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოჰყება ასევე კანონი, ანუ ის ალტერნატიული წინადადებები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. ნამდვილად არ ვიცი რა ექნება ალტერნატიულ წინადადებებში", – აცხადებს ვაშაძე.
ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციის ლიდერების შეხვედრები გრძელდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს