“დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ”

ავტორი
Front News საქართველო
დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მსურს, გითხრათ, რომ ძალიან მშვიდი და საქმიანი საუბარი იყო დღეს და ეს არის პრივილეგია, ნამდვილად საქართველოსთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი და კომპეტენტური წარმომადგენლობა არის ამ დიალოგში. ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას. დღეს კიდევ გაიმართება შეხვედრები და დღის ბოლომდე ვფიქრობ, გამოიკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
ამ წუთებში კრისტიან დანიელსონი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდება.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


