“დიაკვნებმა დამიწყეს ურჩობა, მათ შეუწყდათ და აკრძალული აქვთ მსახურება”


ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის ეპარქიაში დიაკვნები – პეტრე ღუდუშაური და კონსტანტინე გაბისონია მღვდელმსახურებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიიღო.
მეუფეს განმარტებით, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ. მიტროპოლიტის თქმით, დიაკვნები მას არ დაემორჩილნენ.
მეუფე სტეფანე მათგან საჯარო მონანიებას ითხოვს.
"დიაკვნებმა დამიწყეს ურჩობა. იმ ორმა დიაკვანმა – გაბისონიამ და ღუდუშაურმა. მათ შეუწყდათ და აკრძალული აქვთ მსახურება. ეკლესიაში შეუძლიათ დაესწრონ მსახურებას, შეუძლიათ ეზიარონ, თუ თვითონ მზად იქნებიან ზიარებისთვის, თუ არ ეშინიათ, რომ დაწვავს უფალი ასეთ მდგომარეობაში მყოფს, მაგრამ მე არ ვუკრძალავ, იმიტომ, რომ ორი სასჯელის დადება არ არის სწორი. სანამ არ მოინანიებენ საჯაროდ და სანამ არ დადებენ ღვთის წინაშე აღთქმას, რომ მეორედ ასეთ რამეს არ გაიმეორებენ", – განაცხადა მეუფე სტეფანემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს