Logo

"დიდება გმირებს" - მსვლელობა თბილისში

საზოგადოება
157
Frontnews image description

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში მარში - "დიდება გმირებს" იმართება.

მოქალაქეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველისკენ მიდიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ომი სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო და სამარცხვინოა, როდესაც ამ თარიღით ხდება მანიპულირება და რუსული ნარატივის გავრცელება ქვეყანაში, რომლის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.

Advertisement