“დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ


ავტორი
Front News საქართველო
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კრწანისში უმასპინძლეს.
სტუმრები სწავლების ფორმირებულ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სიმულაციური სცენარის განვითარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ოფიციალური პირები სწავლების უწყებათშორის ოპერატიულ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას.
“დიდგორი 2023“-ში 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან ჩართული. ეროვნული დონის სწავლება “დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია.
თაგები:
დიდგორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა