"დიდგორი 2025"-ის ფარგლებში 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ თელავში საველე სწავლება გამართა

ავტორი
Front News საქართველო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025"-ის ფარგლებში ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ სწავლება ჩაატარა. სწავლების საველე კომპონტენტი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში განხორციელდა. სიმულაციური სცენარის მიხედვით რეზერვისტებმა ჩასაფრების ოპერაცია შეასრულეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,„დიდგორის“ სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელმაც, იმიტირებული სცენარის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებული ისეთი ღონისძიებები გაათამაშა, როგორიცაა რეზერვის შეტყობინება, გამოძახება და თავშეყრის პუნქტებამდე მიყვანა.
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.
თაგები:
"დიდგორი 2025"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


