"დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2025“ აღსრულება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.
ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები. ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.
საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ.
„დიდგორი 2025“ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია. მასში სახელმწიფო უწყებების 5000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, შტაბები საქართველოს მასშტაბით 25 ლოკაციაზეა გაშლილი, სწავლება 29 საველე კომპონენტს მოიცავს. გაზრდილია საველე კომპონენტში უწყებების ჩართულობაც.
თაგები:
"დიდგორი 2025"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


