"დიდგორი 2025"-ის ფარგლებში სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საველე სწავლება ჩატარდა

ავტორი
Front News საქართველო
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025-ის“ ფარგლებში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფმა და შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოს ქვედანაყოფმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარა. სიმულაციური სცენარის მიხედვით, ორივე უწყების წარმომადგენლებს დაევალათ ამოცანა - „რეიდი ობიექტზე“, რომელიც წარმატებით შესრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ფორმირებულ გენერალურ შტაბსა და უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრში წარმოდგენილი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სიმულაციური სცენარის მიხედვით, მათ შემდგომი ამოცანები უნდა დაესახათ. საშტაბო კომპონენტი კრწანისში მდებარე სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრშია განთავსებული.
უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2025“ კოორდინირებულ და ერთობლივ მოქმედებებს ითვალისწინებს, როგორც საშტაბო, ისე საველე მიმართულებით. მოცემული სწავლებები ხელს უწყობს სხვადასხვა უწყების შესაბამის ქვედანყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო გამოწვევების მიმართ განსახორციელებელი მოქმედებების დახვეწას.
თაგები:
"დიდგორი 2025"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


