დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან


ავტორი
Front News საქართველო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ერთად იბრძოლებენ დემოკრატიისთვის დიქტატურის წინააღმდეგ.
ლიზ ტრასმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, უკრაინიდან უკან დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს.
“კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როდესაც მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე. უკრაინაში შეჭრა მხოლოდ საშინელ ვითარებასა და მსხვერპლს გამოიწვევს, რაც სსრკ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
