დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა. შეპსი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ამ პოზიციაზე მას განათლების მინისტრი კლერ კუტინიო შეცვლის.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეპსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს პუტინის ბარბაროსული ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ გრანტ შეპსი ენერგეტიკის მინისტრის რანგში უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა.
ბენ უოლესმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს დღეს მიმართა.
უოლესი თავდაცვის მდივნის პოსტს ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში წამყვან როლს ასრულებდა.
თაგები:
ბენ უოლასი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს