
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 2001 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.დ. საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, "კოკაინი", "ჰეროინი“ და "მეთადონი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს