Logo

“დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ”

საზოგადოება
415
Frontnews image description

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდა. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მან კუჭავას პარლამენტის სპიკერის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

"შეხვედრა მქონდა ახალ სპიკერთან და მივულოცე მას ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა, ასეთ მნიშვნელოვან დროს. ჩვენ განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის მომავალ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს", – განაცხადა ჰარცელმა. 

ელჩმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის დეტალებზე არ ისაუბრა.

 "როგორც ვიცი, ამჟამად ორი პროექტია შეტანილი პარლამენტში. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ. ამ ყველაფერზე ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა და შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამჟამად, ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების შესრულებისას, პირველ დაბრკოლებებს ვლახავთ, რაც ბოლოს მიგვიყვანს იმ რეფორმებამდე, რომლებიც ასე სჭირდება ქვეყანას"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თაგები:

Advertisement