დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამ მიწის ნაკვეთს, საერთო მოცულობით 3 800 კვ.მ., რომლის საბაზრო ღირებულებაც 250 000 ლარს აღემატება.
დამატებით გრძელდება ღონისძიებები სხვა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის კანონიერების შესწავლისა და დამნაშავე პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო სამსახური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს