დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდნენ დიდი ოდენობით გადასახადისგადახდას. საგადასახადო შემოწმებების შედეგად სამივე კომპანიას ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 621 099 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:
გამოძიება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს