Logo

დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საზოგადოება
1282
Frontnews image description

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

თაგები:

Advertisement