დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, საკუთრებაში დაირეგისტრირეს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 4 318 მ2 მოცულობის 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირეულება შეადგენს 656 295 ლარს.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:
საგამოძიებო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს