დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კანადის მოქალაქის სახელზე რიცხული 1001 მ2 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


