Logo

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

მსოფლიო
25.03.2022 / 00:31
Frontnews image description

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

 

განცხადებაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა უკრაინისადმი და დაგმეს რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმები და მიესალმნენ რუსეთის არმიის ქმედებების გამოძიებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

 

“ჩვენ ვაფრთხილებთ რუსეთს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების მუქარის შესახებ. ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას სხვა ქვეყნებისა და აქტორების მიმართ, რომლებმაც გააფართოეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

Advertisement