დიდმა ბრიტანეთმა 7 რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა.
რუსი მილიარდერი ერთ-ერთია იმ შვიდი რუსი ოლიგარქიდან, რომელთა აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია.
დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
აბრამოვიჩის გარდა, სანქცირებულია როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე დერიპასკა, ლებედევი და ტოკარევი.
თაგები:
დიდი ბრიტანეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა