დიდმა ბრიტანეთმა ალინა კაბაევას და პუტინის ყოფილ ცოლს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა. კერძოდ, სიაშია ყოფილი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც მრავალი წელია, პუტინის პარტნიორია და არსებული ინფორმაციით, მათ სამი შვილი ჰყავთ.
სანქციები შეეხო პუტინის ყოფილ ცოლს ლუდმილა პუტინას, რომელსაც ოფიციალურად 2014 წელს გაშორდა.
სიაშია არიან ასევე კაბაევას ბებია ანა ზაცეპოლინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავებიც.
თაგები:
პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს