დიდმა ბრიტანეთმა კარა-მურზას განაჩენის გამო რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი დაიბარა. მიზეზი მოსკოვის სასამართლოს განაჩენი გახდა ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს.
როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვასთან, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეს უკვე დაუწესა სანქცია ადამიანის უფლებათა დარღვევებში მონაწილეობისთვის და განიხილავს შემდგომ ზომებს ვლადიმერ კარა-მურზას დაკავებასა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ვლადიმერ კარა-მურზა 2022 წელს დააკავეს. მანამდე მისი მოწამვლა ორჯერ სცადეს. დღეს მას რუსულმა სასამართლომ თავისუფლების 25 წლით აღკვეთა მიუსაჯა, 400 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა და გათავისუფლების შემდეგ 7 წლით ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს