დიდმა ბრიტანეთმა მიშუსტინს, შოიგუს, მედვედევს, პესკოვს, ზახაროვას და კიდევ 340 პირს სანქციები დაუწესა


ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.
ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს.
სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
სანქცირებულ პირებს დიდი ბრიტანეთში შესვლა აეკრძალათ, მათი აქტივები კი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიყინება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა