დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Challenger 2 ტანკებს და საარტილერიო სისტემებს გადასცემს


ავტორი
Front News საქართველო
დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას Challenger 2 ტანკებს, ასევე დამატებით საარტილერიო სისტემებს გადასცემს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 14 იანვარს სატელეფონო საუბრისას აცნობა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა დიდი ბრიტანეთის სურვილი, გაზარდოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის Challenger 2 ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.
სუნაკმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს სხვა პარტნიორების გადაწყვეტილებები სამხედრო დახმარების შესახებ, კერძოდ, პოლონეთის შეთავაზება ლეოპარდის ტანკების გადაცემის შესახებ.
“პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად უზრუნველყონ მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას გამოიყენოს თავისი უპირატესობა, მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს