დიდთოვლობის გამო რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება


ავტორი
Front News საქართველო
დიდთოვლობის გამო, მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები შეფერხებით ტარდება. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
“საჩხერის სტრუქტურულ ერთეულში, მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.
ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულში შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი).
გაცნობებთ, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ. კანდიდატებს, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღის შესახებ, დეტალური ინფორმაცია ეტაპობრივად ეცნობებათ.
აღნიშნული რეგიონების გარდა, დიდთოვლობის გამო, შესაძლოა, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებშიც საგამოცდო პროცესი შეფერხდეს. გთხოვთ, გამოცდაზე გასვლამდე, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – 1272”, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
თაგები:
მომსახურების სააგენტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს