Logo

დიეგო კოლასი – ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით

პოლიტიკა
1179
Frontnews image description

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

 

“ვიზიარებ შეშფოთებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის საკვანძო შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს, ჩვენ მოვუწოდებთ, რეფორმები გატარდეს ფრთხილად, ფართო კონსულტაციებით, შესაბამისი გარდამავალი პერიოდით, რათა თავიდან იქნას აცილებული გამყინავი ეფექტი თანამდებობის პირებზე”, – წერს საფრანგეთის ელჩი „ტვიტერზე“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები