
ავტორი
Front News საქართველო
სენატორ დიკ დურბინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს.
“მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ. გავიცანი, როდესაც პრეზიდენტი იყო და ხშირად გვსტუმრობდა. ბოლო დროს, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის ირგვლივ სიტუაციას.
არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, რაც მის წინაშეა, ასევე არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.
თაგები:
დიკ დურბინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს