Logo

დიმიტრი ადამია – არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ

პოლიტიკა
1584
Frontnews image description

არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ,  – ამის შესახებ ბიზნესმენმა დიმიტრი ადამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაყალბების ფაქტები არსად არის წარმოდგენილი, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება გაგრძელდება, დასავლელ პარტნიორებთან კი ურთიერთობები მალე გადაიტვირთება.

“არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, არც ერთ დასკვნაში, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება, ურთიერთობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ძალიან მალე დაწყნარდება, გადატვირთვა მოხდება და განვითარება იქნება შეუქცევადი. ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით”, – განაცხადა დიმიტრი ადამიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები