Logo

დიმიტრი ჩიქოვანი – ამ საქმის გამოძიება “ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის

პოლიტიკა
913
Frontnews image description

ის მეთოდები, რომელიც “ქართული ოცნების” მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც “ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურს, საათებში იძიებს და აქვეყნებს მასალას, მაგრამ 8 მაისის დაზარალებულების შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან თავად არიან როგორც დამკვეთები.

”ჩემზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მალევე მოხდა ჩემი და მედიების მიერ მოპოვებული ვიდეოკადრებით. ყველამ ვიცით, რომ როდესაც „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურს, საათებში იძიებს და აქვეყნებს მასალას, მაგრამ 8 მაისის დაზარალებულების შემთხვევაში, ეს არ მომხდარა, რადგან თავად არიან როგორც დამკვეთები, ასევე შემსრულებლები და შესაბამისად, ამ საქმის გამოძიება „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის. უკვე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა პროტესტის დროს მონაწილეების, მათ შორის, ჩემს წინააღმდეგ, არის ძალადობრივი, არაადამიანური და ანტიდემოკრატიული.

ჩემს საქმეში გამოძიება ძალიან გვიან დაიწყო, მიმდინარეობს შეფერხებებით და დაზარალებულად ცნობაც დიდი დაგვიანებით მოხდა. რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, კვლავ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს საქმის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით.

მინდა აღვნიშნო, რომ სრულად ვეთანხმები ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ამგვარ დასკვნას და დავეთანხმები აშშ-ის საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომ დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, – განაცხადა ჩიქოვანმა

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის  შესახებ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები