დიმიტრი ჩიქოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჩიქოვანის თქმით, მას სოლოლაკში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ორი ადამიანი დაესხა თავს.
“მარტო ვიყავი, ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ, “ქართული ოცნების” მშიშარა “ტიტუშკები” ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ”, – განაცხადა ჩიქოვანმა “ფორმულას” ეთერში.
ჩიქოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თაგები:
დიმიტრი ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს