
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უსამართლობაა.
როგორც მან “მთავარ არხთან” ინტერვიუში აღნიშნა, სირცხვილია, რომ საქართველოში მოქალაქეების ნაწილი ვერ ხედავს იმ ყველაფერს, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა.
“ვთვლი, რომ უსამართლობა სააკაშვილის დაპატიმრება, პრეზიდენტის, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.
მე გამაბრაზა არა იმან, რომ არ შემიშვეს საქართველოში, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კი კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია, თავისუფალი იქნება”, – განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს