დიმიტრი გვრიტიშვილი – დაუყოვნებლივ დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი

ავტორი
Front News საქართველო
რა გააკეთა ამ კაცმა განსხვავებული იმისგან, რასაც მე ვაკეთე, რასაც ბადრი აკეთებს? რატომ იმსახურებდა ამას, მაგას ვერავინ იტყვის. მე რატომ არ ვარ ვთქვათ სანქცირებული ან მიხეილ ჩინჩალაძე რატომაა სანქცირებული?, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
გვრიტიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.
“მივმართავ საქართველოს მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია პირველ რიგში სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაზე, ბატონ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს შეხვედრა ჩვენთან, მოსამართლეებთან. ჩვენ მას დეტალურად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვაქვს, აი, იმ კულუარულ ზეწოლებზე, რაზეც ლევანი საუბრობდა, რაზეც მე ვლაპარაკობ. სრულყოფილ ინფორმაციას მხოლოდ მას მივაწვდი. დაველოდები შემდგომ რა იქნება საქართველოს მთავრობის რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებსაც”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
თაგები:
დიმიტრი გვრიტიშვილი




