Logo

დიმიტრი გვრიტიშვილი – ნებისმიერი განცხადება იქნება თუ ბრალდება მოსამართლის მიმართ არის დაუშვებელი

პოლიტიკა
04.11.2022 / 15:51
Frontnews image description

მიჭირს წარმოვიდგინო სიტუაცია, რომ აშშ-ში რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლობამ  მსგავსი კომენტარი გააკეთოს ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა,  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის საელჩოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, ამ განცხადებაზე მმართველი გუნდის რეაქცია ბუნებრივია.  

 

“მიჭირს წარმოვიდგინო სიტუაცია, რომ აშშ-ში რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლობამ  მსგავსი კომენტარი გააკეთოს ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აშშ-ის მმართველ პარტიას ან იქაურ მოსამართლეებს მსგავსი რეაქცია და აღქმა არ ჰქონდეთ, რომ ეს გარკველწილად არის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში ჩარევის. 

 

ალბათ, ამით არის გამოწვეული საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური ხელისუფლების ეს კომენტარი, ნებისმიერი განცხადება იქნება თუ ბრალდება მოსამართლის მიმართ არის დაუშვებელი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები