Logo

დიმიტრი ხაჩიძე - მოსამართლემ ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად, ეს დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ

სამართალი
277
Frontnews image description

მოსამართლემ ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად, ეს დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 25-იდან, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, დაცვის მხარე გამოიკვლევს შესაბამის დოკუმენტაციას.

"მოსამართლემ ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად, ეს დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ. დაუშვებლად ცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელიც ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აძლევდა თითოეულ გადარიცხვა-გადმორიცხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ყველა ის დოკუმენტაცია, რაზეც მას პასუხი უნდა გაეცა, საქმეში დევს და შესაბამისად, 25-დან, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, გამოვიკვლევთ ამ დოკუმენტაციას. 

დაადასტურეს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები და ის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე სთხოვა, რომ საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები