Logo

დიმიტრი ხაჩიძე - საღამოს შევიტანთ საჩივარს შესაბამის საგამოძიებო კოლეგიაში

სამართალი
100
Frontnews image description

დღეს, დღის ბოლომდე იწურება ვადა აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების. ჩვენ საღამოს შევიტანთ საჩივარს შესაბამის საგამოძიებო კოლეგიაში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგი პროცედურები - სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება.

"დღეს, დღის ბოლომდე იწურება ვადა აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების. ჩვენ საღამოს შევიტანთ საჩივარს შესაბამის საგამოძიებო კოლეგიაში. შემდეგი პროცედურები - სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება. 

ბრალის წაყენება არ ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებას.

მოტივები რა არის, რისთვის არის და კონკრეტულად რა იგულისხმება, ამაზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება დაიწყოს მის წინააღმდეგ მოკვლევა, ეს მთლიანად საგამოძიებო უწყების გადასაწყვეტია. ერთი რამ არის აქ გასათვალისწინებელი, რომ მინისტრი ვერ ჩაერევა ყველა წვრილმან თუ  დაბალ შესყიდვებში, როგორიცაა მაისურის თუ სხვა რამის შეძენა", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მითითებით, ხელოვნურად გაზარდეს ფასი და მილიონ 333 ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი. იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 ათას ევროდ ესპანეთში სახლი შეიძინა. უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით კი გააფორმა სესხის და ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულებები წყნეთში უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Advertisement