Logo

დიმიტრი ხაჩიძე - საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე დღეს ჩვენ არ გვისაუბრია

სამართალი
74
Frontnews image description

პირობითი არის მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი, ამას არ წყვეტს ერთი მხარე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.

"საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე დღეს ჩვენ არ გვისაუბრია, არც პროკურატურასთან და არც - მე არ მისაუბრია მასთან. აქედან მივდივარ პენიტენციურ დაწესებულებაში ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შევუთანხმებ, დავაზუსტებ.

საპროცესო შეთანხმება არის ერთ-ერთი მეთოდი შეთანხმების დამთავრების საქმის. თუ საპროცესო შედგა, როგორც წესი და პრაქტიკაა, კანონმდებლობით, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ყოველთვის აქვს პროკურატურას. 

რეალურ სასჯელზე არ გვისაუბრია, ეს ორმხრივი შეთანხმების საკითხია. პირობითი არის მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი, ამას არ წყვეტს ერთი მხარე", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე პატიმრობაში დატოვა. ამავე სხდომაზე ბრალდებულმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ აპირებს, პროკურატურას საპროცესო გაფორმებაზე მიმართოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები