
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლო პასუხს გაგვცემს წინა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობაზე დაყენებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ განაცხადა.
“დღეს გრძელდება არსებითი განხილვა, პირველ რიგში, სასამართლო პასუხს გაგვცემს წინა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობაზე დაყენებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით და შემდეგ წარმოადგენენ მოწმეებს.
ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
დიმიტრი ხაჩიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს