დიმიტრი ხუნდაძე – აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის


ავტორი
Front News საქართველო
როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე წერს.
“აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს!
როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
თაგები:
დიმიტრი ხუნდაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს