
ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ოპოზიციის კომენტარებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ წერილმა თავად გამოაშკარავა უცხო ქვეყნის აგენტები საქართველოში:
“ამ წერილმა არა მხოლოდ აგენტები გატესტა, რომელთა შორის საკუთარი თავის ღიად გამოაშკარავება თავადვე დაიწყეს, არამედ გატესტა დამოკიდებულებაც საკუთარი ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობაზეც, პროცესში მონაწილეთა შორის. წერილში დაგმობილია აგენტურული ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ეს იქნება პარტნიორი სახელმწიფო თუ ოკუპანტი ქვეყანა. დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან ეს ანტიდასავლურ ქმედებად შეფასდა.
აგენტობა დასჯადია ყველგან. აქ კი, მათი გაგებით, როგორც ჩანს, გამონაკლისი უნდა დავუშვათ. საქართველოში აგენტი თუ ამერიკის ინტერესების დასაცავად მოქმედებს, როგორც ჩანს, ეს საამაყოდ უნდა ვაქციოთ.
პარტნიორული ურთიერთობები კი აგენტების დაშვებას და მათი მეშვეობით ურთიერთობას არ ითვალისწინებს”, – აცხადებს ხუნდაძე.
თაგები:
დიმიტრი ხუნდაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს