დიმიტრი ხუნდაძე – ვაქცინების რჩევა-რჩევაში შესაძლოა, მძიმე გართულებას თავი ვერ ავარიდოთ


ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინების რჩევა-რჩევაში შესაძლოა, მძიმე გართულებას თავი ვერ ავარიდოთ – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.
“გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა. ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.
ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.
“ფაიზერის“ მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია შემცირებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება. ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს”, – განაცხადა ხუნდაძემ.
თაგები:
ვაქცინაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა