
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვიდრე უკრაინის მხარე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს ან ბოდიშს არ მოიხდის, პარლამენტის თავმჯდომარის ბუჩაში ჩასვლის საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს.
“პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა უკრაინაში, კონკრეტულად ბუჩაში, ამას შალვა პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს. ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი დაზვერვის ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს. მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რაც გარკვეულ წესებს მოითხოვს და აუცილებელია, რომ ეს წესები დაცული იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც დღეს საქართველოში უკრაინის საელჩოში განაცხადეს, შალვა პაპუაშვილს, ბუჩაში ჩასასვლელად, მიწვევა გუშინ გაუგზავნეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რადას თავმჯდომარის მიწვევა ოფიციალურად არ მიუღიათ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს