დიმიტრი მედვედევი – ბოლო მონაცემებით, ევროპას ჩვენი გაზის გარეშე გაძლება 6 თვე შეუძლია

ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიამ გაზის გადახდა რუბლებში დაუშვა და მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ევროპულ ბიზნესს კვლავ შეუძლია გამოიყენოს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.
“ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანმიმდევრულობას და მთლიანობას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, ევროპა ჩვენი გაზის გარეშე ძლებს არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. მაგრამ სერიოზულად, ეს ერთი კვირაც კი არ გასტანს“, – წერს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი




