
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მედვედევის თქმით, თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატო-ში, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება.
“შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რამდენი ქვეყანაა ნატო-ში – ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი – მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არ არის“, – განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება და ბალანსის აღდგენა გახდება საჭირო.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს