
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი სურსათს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
“ჩვენ მივაწვდით საკვებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს. საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში. ჩვენ გავყიდით როგორც რუბლებში, ასევე, მათ ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებული პროპორციებით.
ჩვენს მტრებს არ მივაწვდით ჩვენს პროდუქციას და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და მათგან არაფერს ვიყიდით. ჩვენ თვითონ ვისაუზმებთ. ალბათ, მეგობრებსაც გავუზიარებთ ლანჩს, ხოლო მტრებს სადილს არ მივცემთ”,- აცხადებს მედვედევი.
თაგები:
დიმიტრი მედვედევი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს