Logo

დიმიტრი პესკოვი – მთავარი ამოცანა უკრაინის “ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა და დასახული ამოცანები შესრულდება

მსოფლიო
1409
Frontnews image description

კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის“ ყველა ამოცანა შესრულებული იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

 

პესკოვის თქმით, მთავარი ამოცანა „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა.

 

“მთავარი მაინც ამ „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა. ოპერაცია გრძელდება და დასახული ამოცანები კარგად ცნობილია. ისინი უნდა შესრულდეს და შესრულებული იქნება. არანირი ეჭვი არ უნდა იყოს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

 

ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს დაიწყო. ომის 51 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 20 ათასამდე ჯარისკაცი და ასობით ტექნიკა დაკარგა.

Advertisement