Logo

დიმიტრი პესკოვი – პრეზიდენტმა ჩუბაისის გათავისუფლების განკარგულებას ხელი მოაწერა

მსოფლიო
1463
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ანატოლი ჩუბაისის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 

“ანატოლი ჩუბაისის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა“, – განაცხადა პესკოვმა.

 

23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთი დატოვა. სად იმყოფება ამ დროისთვის ჩუბაისი, უცნობია.

 

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ის 2020 წლიდან იკავებდა.

Advertisement