Logo

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია

პოლიტიკა
888
Frontnews image description

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “რუსეთი ისტორიაში თავს არავის დასხმია”. 

 

“ყოველდღიურად დასახელება რუსეთის თავდასხმის დღისა უკრაინაზე, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, დავუსვათ თავს კითხვა, რა აზრი აქვს რუსეთისთვის ვინმეზე თავდასხმას.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში თავს არავის დასხმია. რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც საერთოდ სურს წარმოთქვას სიტყვა ომი” – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

მისივე თქმით, პუტინი უკრაინის შესახებ და უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები