დიმიტრი საძაგლიშვილი - აქ სამართალი არაფერ შუაშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას

ავტორი
Front News საქართველო
ცხადია, რომ აქ სამართალი არაფერ შუაშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეში სამართლებრივი ნორმები არ არსებობს.
"აქ შეუძლებელია რაიმე სამართლებრივ მხარეზე ვისაუბროთ იმიტომ, რომ არცერთი ოდნავ თავმოყვარე იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია, რომ აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის, ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილია სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი და ბრალდებები, რომელიც უნდა წარედგინოთ პოლიტიკოსებს, ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
თაგები:
დიმიტრი საძაგლიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


